ძრავის დიაგნოსტიკა

ძრავისდიაგნოსტიკა

ძრავის დიაგნოსტიკა PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212): ვკითხულობთ შეცდომებს და ცოცხალ მონაცემებს, ვზომავთ კომპრესიას, საჭიროების შემთხვევაში ცილინდრებს ენდოსკოპით ვათვალიერებთ და ვეძებთ გაჟონვებს. ფასი — … ლარიდან, დრო — 1-2 საათი. ბოლოს იღებთ გასაგებ დასკვნას: რა არის გაფუჭებული, რისი გადადება შეიძლება და რა ეღირება შეკეთება.

როდის უნდა მოხვიდეთ

  • ძრავი „ტროიტობს", ხოლოსტოიზე ბრუნები ცურავს, აჩქარებისას მანქანა ბიძგებით მიდის.
  • გაჩნდა კაკუნი ან შრიალი, განსაკუთრებით ცივ ძრავზე.
  • ზეთის ხარჯი გაიზარდა, შუპზე დონე ზეთის შეცვლებს შორის ეცემა.
  • ლურჯი ან თეთრი კვამლი გამონაბოლქვიდან, ანტიფრიზის სუნი სალონში.
  • ძრავი ძნელად იქოქება ან ქრება.
  • ყიდულობთ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ მეორად მანქანას და გინდათ იცოდეთ მატორის რეალური მდგომარეობა.

ერთსა და იმავე ჩივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს: „ტროიტობა" შეიძლება იყოს სანთელი, კატუშკა, ფორსუნკა ან დამწვარი სარქველი (კლაპანი). ამიტომ ნაწილებს „საცდელად" არ ვცვლით — ნაბიჯ-ნაბიჯ ვამოწმებთ.

რა შედის დიაგნოსტიკაში

  1. გამოკითხვა და დათვალიერება. როდის დაიწყო პრობლემა და რა პირობებში ჩნდება. ვათვალიერებთ კაპოტქვეშ: ზეთისა და ანტიფრიზის გაჟონვას, გაყვანილობას, პატრუბკებს, ღვედებს.
  2. სკანერი. შეცდომებს ვკითხულობთ სკანერით …, ვუყურებთ ცოცხალ პარამეტრებს: საწვავის კორექციას, აალების გამოტოვებას ცილინდრების მიხედვით, სენსორების ჩვენებას, ფაზების შეუსაბამობას.
  3. კომპრესია. თითოეულ ცილინდრში გაზომვა აჩვენებს რგოლების ცვეთას, დამწვარ სარქველს ან შუასადების პრობლემას. თუ ერთ ცილინდრში კომპრესია დაბალია, ვადგენთ, სად გადის წნევა.
  4. ენდოსკოპი. სანთლის ხვრელიდან ვუყურებთ ცილინდრის კედლებს და დგუშებს: ნაკაწრებს, ნახშირს, ანტიფრიზის კვალს. ძრავის დაშლის გარეშე.
  5. მოსმენა. ვარჩევთ ჰიდროკომპენსატორების, ჯაჭვის, სამონტაჟო აგრეგატების და ქვედა ნაწილის (ვკლადიშების) კაკუნს.
  6. დასკვნა. გეუბნებით, რა ვიპოვეთ, და გთავაზობთ ვარიანტებს: იაფი შეკეთებიდან კაპიტალურამდე, თუ ის მართლა საჭიროა.

რატომ ზოგავს ფულს

საქართველოში ჩამოყვანილ მეორად მანქანებს ხშირად მომსახურების ისტორია არ აქვთ. შეკეთებამდე დიაგნოსტიკა აჩვენებს, საკმარისია თუ არა სანთლების ან შუასადების შეცვლა, თუ ცვეთა ისეთია, რომ კაპრემონტი უფრო მომგებიანია. თუ მიზეზი ელექტრონიკაშია და არა მექანიკაში, გადავდივართ მთელი მანქანის კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე.

ფასი

სამუშაოფასი, ₾-დან
დიაგნოსტიკა (სკანერი + დათვალიერება)…
კომპრესიის გაზომვა…
ცილინდრების ენდოსკოპია…

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ძრავის დიაგნოსტიკა?

… ლარიდან. კომპრესია და ენდოსკოპია — საჭიროების მიხედვით, ფასს შემოწმებამდე გეტყვით.

რით განსხვავდება კომპიუტერული დიაგნოსტიკისგან?

კომპიუტერული ყველა ბლოკის შეცდომების წაკითხვაა. ძრავის დიაგნოსტიკას მექანიკური შემოწმებები ემატება: კომპრესია, ენდოსკოპი, გაჟონვები და ხმაურები.

დიაგნოსტიკით გაირკვევა, კაპრემონტი მჭირდება თუ არა?

უმეტეს შემთხვევაში კი: დაბალი კომპრესია, ნაკაწრები კედლებზე და ზეთის დიდი ხარჯი დაშლის გარეშეც ჩანს. საბოლოოდ — დეფექტოვკის შემდეგ.

ძრავი აკაკუნებს, შემიძლია ჩემით ჩამოვიდე?

თუ კაკუნი ძლიერია ან ზეთის წნევის ნათურა ანთია — ჯობია არ იაროთ, გამოიძახეთ ევაკუატორი.

რამდენ ხანს გრძელდება?

1-2 საათი, ენდოსკოპიით შეიძლება მეტი იყოს.

●  06 · კონტაქტი

გამოგვიგზავნეთ ფოტო — გეტყვით ფასს

მოგვწერეთ რა მოხდა და დაურთეთ დაზიანების 2–3 ფოტო. გიპასუხებთ სავარაუდო ფასითა და ვადებით.

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212, ბათუმი
მარშრუტი
გახსნა Google Maps-ში ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი
ფოტოთი შეფასება