ცეპლენიის (გადაბმულობის) შეცვლა

ცეპლენიის (გადაბმულობის)შეცვლა

ცეპლენიის შეცვლა PRO SERVICE-ში (ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 212): დისკი, პლიტა (კორზინა), გამომრთველი საკისარი, საჭიროებისას მქნევარა (მახავიკი) და ამძრავის ცილინდრები. ფასი — … ლარიდან, დრო — 1 სამუშაო დღე. კოლოფის მოხსნამდე ვამოწმებთ, ჰიდროამძრავში ხომ არ არის საქმე.

ცეპლენიის გაცვეთის ნიშნები

  • ბუქსაობა: აღმართზე ან გასწრებისას ბრუნები იზრდება, სიჩქარე კი არა. დამწვრის სუნი.
  • ცეპლენია პედლის სულ ზემოთ „იჭერს" — დისკი თითქმის გაცვეთილია.
  • ვიბრაცია და ბიძგები დაძვრისას — ზეთიანი დისკი, მქნევარას ან პლიტის დეფორმაცია.
  • ხმა დაჭერილ პედალზე — გამომრთველი საკისარი; ხმა აშვებულზე — უფრო ხშირად კოლოფის პირველადი ლილვის საკისარი.
  • გადაცემები ხრაშუნით ირთვება, ცეპლენია „მიჰყავს" — პლიტა ან ამძრავი ბოლომდე ვერ თიშავს.
  • პედალი ვარდება ან ძირს რჩება — მთავარი ან მუშა ცილინდრი, სითხის ჟონვა.

რას ვცვლით და რატომ კომპლექტად

დისკს, პლიტასა და გამომრთველ საკისარს ჩვეულებრივ ერთად ცვლიან: ძირითადი დრო კოლოფის მოხსნას მიაქვს და მისთვის მოკლე დროში მეორედ გადახდა წამგებიანია. დამატებით ვაფასებთ:

  • ორმასიან მქნევარას (ბევრ დიზელსა და ძლიერ ბენზინის ძრავზე). ძრავის ჩაქრობისას კაკუნი და დიდი ლუფტი ცვეთის ნიშანია.
  • მუხლა ლილვისა და პირველადი ლილვის ჩობალებს (სალნიკებს). ზეთი ახალ დისკზე — ისევ ბუქსაობა, თუ ჟონვა არ აღმოიფხვრა.
  • ცილინდრებს, შლანგს ან ცეპლენიის ტროსს.

თუ პედალი უცნაურად იქცევა, ბუქსაობა კი არ არის, ზოგჯერ ცეპლენიის ცილინდრის შეცვლაც საკმარისია, კოლოფის მოხსნის გარეშე.

როგორ მიმდინარეობს სამუშაო

  1. შემოწმება: ბუქსაობა მაღალ გადაცემაზე, დაჭერის წერტილი, ჰიდროამძრავის ჰერმეტულობა.
  2. კოლოფის მოხსნა. სრულ წამყვანზე რაზდატკა და კარდანიც იხსნება — ამიტომ უფრო დიდხანს გრძელდება და ძვირია.
  3. მქნევარას, ჩობალების, ჩანგლისა და მიმმართველის დათვალიერება; გაცვეთილ დეტალებს გაჩვენებთ.
  4. კომპლექტის დაყენება, ამძრავის გაჰაერება (პრაკაჩკა), სატესტო მგზავრობა.

აჭარის მთის გზებსა და ბათუმის საცობებში ცეპლენია მძიმე რეჟიმში მუშაობს — აღმართზე დაძვრა დისკს ყველაზე სწრაფად ცვეთს. DSG კოლოფის მშრალი ცეპლენია თავისი ტექნოლოგიით, ადაპტაციით იცვლება: იხ. DSG-ის შეკეთება.

ფასი

სამუშაოფასი, ₾-დან
ცეპლენიის შეცვლა (კომპლექტი)…
მთავარი ან მუშა ცილინდრის შეცვლა…
მქნევარას შეცვლა…

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ცეპლენიის შეცვლა?

სამუშაო — … ლარიდან. ფასი დამოკიდებულია წამყვან თვლებზე, ძრავზე და იმაზე, სჭირდება თუ არა მქნევარა. საკუთარი ნაწილები: …

რამდენს ძლებს ცეპლენია?

დამოკიდებულია მართვის სტილსა და პირობებზე: ქალაქი, საცობები და მთა უფრო სწრაფად ცვეთს, ტრასა — ნელა. გარბენით ორიენტირს არ ვიძლევით — ნიშნებს ვუყურებთ.

შეიძლება მხოლოდ დისკის შეცვლა?

ტექნიკურად კი, მაგრამ თუ პლიტა ან გამომრთველი საკისარი გაცვეთილია, კოლოფის მოხსნა მალე ისევ მოგიწევთ. დათვალიერების შემდეგ ვწყვეტთ.

რამდენი ხანი სჭირდება?

1 სამუშაო დღე; სრულ წამყვანსა და ორმასიან მქნევარაზე — მეტი.

●  06 · კონტაქტი

გამოგვიგზავნეთ ფოტო — გეტყვით ფასს

მოგვწერეთ რა მოხდა და დაურთეთ დაზიანების 2–3 ფოტო. გიპასუხებთ სავარაუდო ფასითა და ვადებით.

მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 212, ბათუმი
მარშრუტი
გახსნა Google Maps-ში ↗
PRO SERVICE-ის შესასვლელი
ფოტოთი შეფასება